
შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 568 96 77 00 ან გვეწვიეთ: თბილისი, ზოვრეთის ქ. N 1
ხიხვი (ქვევრის)
ხიხვი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე არომატული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ხშირად გამოიყენება ღვინის სხვადასხვა სტილის შესაქმნელად. ჩვენი ვენახები სოფელ გულგულაში მდებარეობს. ხიხვი ქვევრში დუღდა და 2 თვეს მწიფდებოდა კანთან სრული კონტაქტით, ხოლო შემდგომ ქვევრებში ექვსთვიანი დავარგებით, მუქი ქარვისფერი ღვინო მდიდარია მიმზიდველი არომატებით, როგორიცაა კომში, ვაშლის ჩირი, ქიშმიში, თივა და ტკბილი თამბაქო. რბილი ტანინები და კარგად დაბალანსებული სტრუქტურა ამ ღვინოს კიდევ უფრო საინტერესოს, აბრეშუმისებრს და გასტრონომიულს ხდის. მეორადი არომატები მეორდება გემოზე, რბილი ხანგრძლივი დაბოლოებით. თეთრი მშრალი ღვინო (ქვევრის)
ქარვისფერი მშრალი ღვინო, წარმოებული კახეთის რეგიონში, ჩვენი საკუთარი ეკომეგობრული ვენახებიდან, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონში, სოფელ გულგულაში. ღვინო დამზადებულია ქვევრში, კახური ტრადიციული მეთოდით, 6 თვის განმავლობაში დურდოზე დაყოვნებით. ღვინო გამოირჩევა კარამელის, სანელებლებისა და ყვითელი ხილის სასიამოვნო ტონებით.
ფერის გამჭირვალობა: გამჭირვალე
ფერის ინტენსიურობა: მუქი
ფერი: ქარვისფერი
არომატების ინტენსიობა: საშუალო
არომატები: კომში, ვაშლის ჩირი, ქიშმიში, თივა, ტკბილი თამბაქო
სტილი: მშრალი
მჟავიანობა: საშუალო
ტანინი: დაბალი
სხეული: საშუალოზე მაღალი
გემოს არომატები: ვაშლის ჩირი, ქიშმიში, კომში, ტკბილი თამბაქო
დაბოლოება: საშუალო
შეხამება: კუპატი, ქათმის ღვიძლის პაშტეტი, შებოლილი ლორი, გამომცხვარი სიბასი/დორადო
სერვირების ტემპერატურა: 12-13 C