
შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 568 96 77 00 ან გვეწვიეთ: თბილისი, ზოვრეთის ქ. N 1
ხიხვი
ჩვენი კლასიკური მდიდარი ღვინო კახეთის რეგიონიდანაა, კერძოდ სოფელ გულგულადან, შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, არომატული თეთრი ყურძნის ჯიშით, ხიხვისაგან. მდიდარი და არომატული ღვინო საოცარი ხასიათით გამოირჩევა, სადაც შეგვიძლია ვიგრძნოთ როგორც ხილის, ისე ტკბილი სანელებლებისა და მცენარეების არომატები. ენერგიულ, ინტენსიურ არომატებში იგრძნობა: ლიჩი, თაფლი, ტკბილი ფორთოხალი, ვაშლატამა, კომში, დარიჩინი და ვანილის კრემი. რბილი და ხავერდოვანი ტექსტურა იდეალურად ერწყმის, მჟავიანობას და კომპლექსურ სხეულს. ღვინო გვაძლევს საშუალებას, გემოზე ვიგრძნოთ მასში არსებული მდიდარი ტონები რომელიც ნაზი სასიამოვნო დაბოლოებით სრულდება.
ფერის გამჭირვალობა: გამჭირვალე
ფერის ინტენსიურობა: საშუალო
ფერი: ლიმნისფერი
არომატების ინტენსიობა: საშუალო
არომატები: ლიჩი, თაფლი, ტკბილი ფორთოხალი, ვაშლატამა, კომში, დარიჩინი, ვანილის კრემი
სტილი: მშრალი
მჟავიანობა: საშუალო
ტანინი: არ აქვს
სხეული: საშუალოზე მაღალი
გემოს არომატები: ვანილის კრემი, ფორთოხალი, კომში, ვაშლატამა
დაბოლოება: საშუალოზე მაღალი
შეხამება: ქათამი გრილზე, აზიური ვოკი, აზიური ცხარე როლები, შესუნელებული ყველი.
სერვირების ტემპერატურა: 10 C