
შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 568 96 77 00
ან გვეწვიეთ: თბილისი, ზოვრეთის ქ. N 1
ქისი (ქვევრის)
ქისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვაზის ჯიშია, თუმცა წინა საუკუნეში გადაშენების პირას იყო. ჩვენმა მეღვინემ ერთ-ერთმა პირველმა გააცოცხლა ეს ჯიში და განაგრძო მისგან განსაკუთრებული ღვინოების შექმნა. ჩვენი ქისის ვენახები კახეთში, გულგულაში მდებარეობს. ქისი ქვევრში დუღდა და 2 თვის განმავლობაში მწიფდებოდა კანთან სრული კონტაქტით, ხოლო შემდგომ ქვევრებში ექვსთვიანი დავარგებით, ჩვენი ქარვისფერი ღვინო მდიდარია თეთრი ბლის მურაბის, ლეღვის, გარგარის ჯემის, გამხმარი ფოთლებისა და კვამლის არომატით. ღვინოს აქვს ენერგიული ხასიათი, ცოცხალი მჟავიანობით და ტანინებით, რაც მეტად საინტერესოს ხდის მას. სასიამოვნო დაბოლოებაში, არომატები კომპლექსურად მეორდება.
ფერის გამჭირვალობა: გამჭირვალე
ფერის ინტენსიურობა: საშუალო
ფერი: ქარვისფერი
არომატების ინტენსიობა: საშუალოზე მაღალი
არომატები: თეთრი ბლის მურაბა, ლეღვი, გარგრის ჯემი, ხმელი ფოთლები, კვამლი.
სტილი: მშრალი,
მჟავიანობა: საშუალოზე მაღალი
ტანინი: მაღალი
სხეული: საშუალოზე მაღალი
გემოს არომატები: კვამლი, ლეღვი, გარგრის ჯემი, თეთრი ბლის მურაბა
დაბოლოება: საშუალო
შეხამება: ნიგვზიანი ხარჩო, ღორის მწვადი, გამოყვანილი ძეხვეული, გამომცხვარი იხვი.
სერვირების ტემპერატურა: 12-13 C