
შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 568 96 77 00 ან გვეწვიეთ: თბილისი, ზოვრეთის ქ. N 1
საფერავი
საფერავი კახეთის რეგიონიდანაა, კონკრეტულად სოფელ გულგულადან, სადაც კონკრეტული ვაზის ჯიშის ნიადაგური და კლიმატური პირობები იდეალურია. შექმნილია საფერავისგან, საქართველოს - კერძოდ კი კახეთის ფლაგმანი წითელი ყურძნის ჯიშისგან. მუქი ლალისფერი ღვინო მკვეთრად გამოხატავს წითელი ალუბლის, შინდის, წითელი მოცხარის, ქლიავის, ჟოლოს და ცხარე შოკოლადის ჯიშურ და ტერუარულ არომატებს. მისი ენერგიული მჟავიანობა და რბილი ტანინები ქმნის გასაოცარ კომპლექსს. გემოზე კომპლექსური არომატები ქმნის ეფექტურ და დასამახსოვრებელ დაბოლოებას, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.
ფერის გამჭირვალობა: გამჭირვალე
ფერის ინტენსიურობა: ინტენსიური
ფერი: ლალისფერი
არომატების ინტენსიობა: საშუალოზე მაღალი
არომატები: წითელი ალუბალი, შვინდი, წითელი მოცხარი, ქლიავი, ჟოლო, ცხარე შოკოლადი
სტილი: მშრალი
მჟავიანობა: საშუალოზე მაღალი
ტანინი: საშუალო
სხეული: საშუალო
გემოს არომატები: წითელი ალუბალი, ქლიავი, შვინდი, ცხარე შოკოლადი
დაბოლოება: საშუალოზე მაღალი
შეხამება: ხბოს მწვადი, ფილე მინიონ სტეიკი, გამომცხვარი ინდაური, ტყის სოკო.
სერვირების ტემპერატურა: 15-17 C